ქართველმა სტუდენტებმა სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე “ფაუერ ბანკი” შექმნეს

ქართველმა სტუდენტებმა – რამაზ ჯავახიშვილმა და გიორგი ჯიქიძემ სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე დამტენი ე.წ. “ფაუერ ბანკი” შექმნეს.

აქამდე არსებულ მსგავსი ზომის დამტენებს სწრაფი დატენვის ფუნქცია არ გააჩნდა, ხოლო ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი “ფაუერ ბანკი” მცირე ზომის იქნება და ის მობილური ტელეფონების 3-ჯერ უფრო სწრაფად დატენვას შეძლებს.

ამ დროისთვის “ფაუერ ბანკის” მხოლოდ პროტოტიპი არსებობს. პროდუქციის შექმნასთან დაკავშირებით სტუდენტებს ჩინურ კომპანიასთან – JLCPCB-თან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული და მისი წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება. რაც შეეხება “ფაუერ ბანკის” ღირებულებას, მისი ფასი $20 იქნება.

სტუდენტებმა “ფაუერ ბანკის” პროტოტიპი UG-Limes აკადემიის დახმარებით შექმნეს, ხოლო კომპონენტებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება საკუთარი სახსრებიდან შეძლეს.

მსგავსი თემები