ქართველი მძღოლი, რომელსაც საბერძნეთში, მანქანა-მაცივრით 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა დააკავეს. 41 მიგრანტიდან, 6 არასრულწლოვანია. დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან. “სქაი ნიუსის” ცნობით, ისინი ევროკავშირის ზონაში ცდილობდნენ შეღწევას.
მანქანა, ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც მანქანა-მაცივრით არალეგალი ემიგრანტები გადაჰყავთ.