ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანისთვის, ყველაფერი კეთდება.

„ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება მოქალაქეების ევაკუცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ჩართული ვართ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე შეიძლება არ დადგეს. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკი“, – განაცხდა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები