„ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრებზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაბლოკავს

“სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრების მოწინააღმდეგეების, ე.წ ანტივაქსერების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაბლოკავენ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პაატა იმნაძეს განმარტებით, ისეთი დიდი სოციალური ქსელები, როგორიც არის „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და სხვა, მზად არიან, ჩაერთონ კამპანიაში და დაბლოკონ ვაქცინების წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

მისი თქმით, 2019 წელს, ბრიუსელში გამართულ გლობალური ვაცქინაციის სამიტზე, სწორედ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე და
ე.წ ანტივაქსერების  კამპანიების წინაღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრეს.

„ჭორები, თუ აღარ ვიცი, რა დავარქვა, რომელიც ვრცელდება ვაქცინაციასთნ დაკავშირებით, იმდენად შემაწუხებელი გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ „ფეისბუქი“ წავიდა იმაზე, რომ ასეთი ინფორმაციების გაფილტვრა მოხდეს.  დაიდება მხოლოდ ის, რაც არის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში”. 

მსგავსი თემები