“ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ერთად გავიმარჯვებთ” – პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს.

„მინდა, მოგმართოთ თქვენ, ჩემო თანამემამულეებო, ვინც დღეს იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსი არის გავრცელებული, ძალიან მძიმე პირობებში, მოშორებული თქვენი ქვეყნიდან და თქვენი ოჯახებიდან.

მე მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა. მინდა, გთხოვოთ ყველას, რომ ძალიან ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ყველა ერთად გავიმარჯვებთ უთუოდ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის მიმართვა ემიგრანტებს 🇬🇪

ემიგრანტებს – ერთად გავიმარჯვებთ 🇬🇪

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ოთხშაბათი, 25 მარტი, 2020

მსგავსი თემები