ფრანგული მედიის ცნობით, თეიმურაზ გორჯესტანი ელისეის სასახლეში დასაქმდა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი, თეიმურაზ გორჯესტანი ელისეის სასახლის დიპლომატიური განყოფილების თანამშრომელი გახდა.

როგორც ფრანგული მედია წერს, ელისეის სასახლეში გორჯესტანს აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნების საკითხებზე მოუწევს მუშაობა.

მანამდე გორჯესტანი ნიუ-იორკში, გაერო-ში საფრანგეთის დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა.

მსგავსი თემები