ფოთში, 49 ადამიანი თვითიზოლაციაში, 6 კი კარანტინში იმყოფება

ფოთში ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიების ფარგლებში 49 ადამიანი თვითიზოლაციაში, 6 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

“დღეს დაემატა 6 შემთხვევა, აქედან ერთი კარანტინის სივრცეში იქნა გადაყვანილი, რადგან თვითიზოლაციის პირობები არ ჰქონდა და როგორც კი ჩამოვიდა ისრაელიდან, საგანგებო სიტუაციების მართვამ, მაშინვე გადაიყვანა აჭარაში კარანტინის პირობებში. დანარჩენები ნიგერიიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ.

ჯამში 49 ადამიანია თვითიზოლაციაში, 6 კი კარანტინში. ყველას მდგომარეობა ნორმალურია, რეჟიმის დარღვევის ფაქტს არ ჰქონია ადგილი და ჯერჯერობით სიმშვიდეა,” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი თემები

One Thought to “ფოთში, 49 ადამიანი თვითიზოლაციაში, 6 კი კარანტინში იმყოფება”

  1. buy cbd

    indeed, as bryan caplan suggests, in the past the zeal of an insurer to guard