“ფილმში ძალიან დიდ სიყვარულს ნახავთ” – მსახიობი

ლგბტ+ თემაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის ” და ჩვენ ვიცეკვეთ” შემოქმედებითმა ჯგუფმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერამდე არცერთ აგრესიულ განცხადებას არ უპასუხოს.

ფილმში მონაწილე, მთავარი როლის შემსრულებლის ლევან გელბახიანის განცხადებით, ფილმის გარშემო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნეგატიურ დამოკიდებულებას ელოდა.

“რაღაც მომენტში ვიცოდი, რომ ასეთი რეაქციები მოჰყვებოდა. ყველას თავისი
შეხედულებები აქვს. ჩემთვის, რაც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი, სხვისთვის არ იყოს. ფილმში ძალიან დიდ სიყვარულს ნახავთ და ცოტა სხვა კუთხით დანახულ საქართველოს,” – განაცხადა მსახიობმა ლევან გელბახიანმა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გაიმართება. ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ფილმის კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგია და სეანსების ჩაშლას გეგმავს.

მსგავსი თემები