ფილმში ეროტიკული სცენების გამოყენებისა და არასრულწლოვნების დაშვებისთვის ლორთქიფანიძემ პატრული გამოიძახა

პარლამენტის ყოფილმა წევრმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საპატრულო პოლიცია კინო-თეატრ “ამირანთან” გამოიძახა და სამართალდარღვევის ოქმი გამოაწერინა.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, “გეი წყვილზე” გადაღებული ფილმი პორნოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და მისი შემოქმედებითი ჯგუფი რაღაცას მალავს.

“ცენტრალურ აფიშაზე დატანილი უნდა იყოს სეანსში მონაწილე პირთა ასაკობრივი ცენსზის განმსაზღვრელი გრიფი. ინტერნეტში არსებული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელბთ, იქ დატანილია ასო “R” რაც ნიშნავს იმას, რომ ფილმზე დასწრების საშუალება აქვთ არასრულწლოვნებს. როცა საჯარო სივრცეში აღნიშნული გრიფირება არაა გამოტანილი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ორგანიზატორებს რაღაცა აქვთ დასამალი საზოგადოებისთვის” – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ “მედიაცენტრ მთავართან”

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე “გეი სიყვარულზე” შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის ჩაშლის ერთ-ერთი ინიციატორია.

მსგავსი თემები