ფიზიკური ძალადობის დღეს, ანა და დავითი საგურამოში იყვნენ – 700 ამონაწერი ანძიდან

„ჩვენს მიერ, ანძიდან ამოღებულ ამონაწერში ფიქსირდება, რომ ანა ბაგრატიონი საგურამოში, დავითთან ერთად ხშირად იმყოფებოდა. საგურამოს ანძაზე ანას მობილური 700 -ჯერ არის დაფიქსირებული“ – აღნიშნა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ . ადვოკატი ამტკიცებს, რომ დავით ბაგრატიონმა ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

„ჩვენი ინტერესი არ არის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ციხეში ჩაჯდეს. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეღიარებინა დანაშაული, აქეთ მივიღეთ ბრალდება. ცილისწამებაა, რომ თითქოს ჩვენ შავ პიარს ვუგორებთ დავით ბაგრატიონს. უბრალოდ, იძულებული გავხდით, გაგვესაჯაროებინა ძალადობის კონკრეტული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ვალდებული გახდა საქმე აღეძრა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენივე სიტყვების დადასტურება“ -აღნიშნა ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ანა ბაგრატიონის მხარე ითხოვს, რომ დავით ბაგრატიონმა ყოფილ მეუღლეზე ძალადობა აღიაროს.

„აღიაროს ბატონმა დავითმა, რომ ძალადობდა. ჩვენ არ ვართ მომართულნი იმისკენ, რომ დავითი ჩაჯდეს ციხესი. ეს რომ ჩვენი ინტერესი ყოფილიყო, 2014 წელს უფრო მარტივად გავაკეთებდით, რაზეც მაშინ ანა არ წავიდა. რაც შეეხება დავით ბაგრატიონის განცხადებებს, რომ ანას საგურამოში არც უცხოვრია და არც ოთახების „შპალერების“ ფერი იცის, არსებობს დოკუმენტები, ანძიდან ამონაწერები, რომ ანა საგურამოში ძალიან ხშირად იყო. დიახაც, ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც საქმეში დევს, ადასტურებს, რომ ძალადობის დღეს ანა საგურამოში იმყოფებოდა. ძალადობის დღეს, ანას მობილურიც და დავითის მობილურიც, ორივე საგურამოს ანძის დაფარვის ზონაში იყო“, – აღნიშნა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები