ფაროსანას სრულად მოსპობა შეუძლებელია – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ აზიური ფაროსანას სრულად მოსპობა შეუძლებელია. დაგეგმილი ღონისძიებების ძირითადი მიზანი კი მოსავლის დანაკარგის 5-15 %-ის ფარგლებში შემცირებაა.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია მისი პოპულაციის გაკონტროლება და მართვა, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსავლის დანაკარგების მოქცევას 5-15 %-ისფარგლებში”, – აცხადებს ხანიშვილი.

მისივე თქმით, 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ძირითადი მიზანია გარემოსადმი ნაკლებად მავნე ტექნოლოგიების გამოყენებით, მავნებლის რიცხოვნობის შემცირება და კონტროლი, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.
​შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა იწყება.

მსგავსი თემები