„უცხოელები გეი-პრაიდზე თბილისში მამათმავლებს ეპატიჟებიან“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს რომ უცხოელები გეი-პრაიდზე თბილისში მამათმავლებს ეპატიჟებიან.

„ეს ორი უცხოელი თავის ტვიტერზე აქვეყნებს მოწოდებას და 18 ივნისს გეი-პრაიდზე თბილისში ეპატიჟებიან მამათმავლებს! რა კარგი სანახაობა იქნება არა, ესენი რომ ჩაივლიან გაჯგიმულები-აღლუმით-მარშით დედაქალაქის ქუჩებში?!! — ყველამ გაითავისოს – არ დავუშვეეეებთ !!! 1% შანსი არაა რომ ამათი ველური და გარყვნილი როკვა დავუშვათ!!!“ – აცხადებს ბრეგაძე.

მსგავსი თემები