უნდა დაიდგას თუ არა ჯუმბერ ლეჟავას ბიუსტი? – 10 წელი მსოფლიოს გარშემო, 1000 ღამე ღია ცის ქვეშ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაიში, აწ გარდაცვლილი, ცნობილი ქართველი მოგზაურისთვის, ჯუმბერ ლეჟავასთვის ძეგლის დადგმის ინიციატივას, ფეისბუქგვერდი “სამტრედია – ცნობილი სამტრედიელების”
შემქმნელი, თემურ ჭახნაკია გამოთქვამს.

როგორც მან “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ჯუმბერ ლეჟავას 3 მეტრი სიმაღლის ქანდაკების პროექტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორებმა, გივი მიზანდარმა და რემი კაციტაძემ შექმნეს. 

მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობას, ჯუმბერ ლეჟავამ 10 წელიწადი მოანდომა. სტარტი 1993 წლის 13 აგვისტოს აიღო და 2003 წლის 3 ნოემბერს სამშობლოში დაბრუნებით დაასრულა. გადალახა სამი ოკეანე, 150-მდე ზღვა, ყურე და სრუტე, 1000-ზე მეტი მდინარე და ტბა, თითქმის ყველა უდაბნო. გაიარა ათი ათასობით ქალაქი და სოფელი, სხვა დასახლებული პუნქტები. ისარგებლა 9 ველოსილედით, გადაიღო 50 000 – ზე მეტი ფოტო და 200 საათზე მეტი ვიდეოფირი. მოგზაურობის განმავლობაში სისტემატიურად აფიქსირებდა პირად შთაბეჭდილებებს, რამაც 7 000 გვერდი შეადგინა. ვიზა არ მისცა 6 სახელმწიფომ – საუდის არაბეთი, ერაყი, ავღანეთი, ბრუნეი, ჩრდილოეთ კორეა და ლიბია. 

ქართველი მოგზაური, ამ რთულ გზაზე, რამდენჯერმე გახდა თავდასხმის ობიექტი. სხვადასხვა დროს მას თავს დაესხა 50 -მდე ადამიანი და 15-მდე მხეცი. მრავალჯერ აღმოჩნდა სტიქიური მოვლენების წინაშე და ბევრჯერ იდგა სიკვდილ- სიცოცხლის ზღვარზე. 

მოგზაურის მარშრუტი გავლილი დასახელებული პუნქტების მიხედვით დაფიქსირებულია 4 000-ზე მეტ პოლიციის განყოფილებაში. 15-მდე ღამე სხვადასხვა ციხეში გაატარა. უბედური შემთხვევის გამო 6-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში. 1000-ზე მეტჯერ გაათია ღამე კარავსა და ღია ცის ქვეშ.

ქართველი მოგზაურის შესახებ მსოფლიოს პრესა წერდა, მის მარშრუტს ათასობით ტელე და რადიო კომპანია აშუქებდა. მარტომ გაიარა კონტინენტები: აზია, ავსტრალია_ოკეანეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, 2-ჯერ იყო ანტარქტიდაზე.  

მოგზაურობის პერიოდში ამყარებდა მსოფლიოს რეკორდებს: 
1. უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი _ 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე;
2. გავლილი ქვეყნების და დამოკიდებული ტერიტორიების რაოდენობა 234.
3. გავლილი დისტანცია ველოსიპედით 270 ათას კმ_მდე.
4. 12 საათის განმავლობაში სამთო ველოსიპედით გაიარა 353 კმ. ქ. სანტიაგო 
(ჩილე), _ 1997წ.
5. 4 ჯერ გააუმჯობესა ერთ წუთში პორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში მსოფლიოსა და გინესის რეკორდი, ბოლო რეკორდი აზიდვა _ 2001 წლის 28 დეკემბერი. შვედეთი.
 
ისარგებლა 9 ველოსიპედით: 
1. უკრაინა, “სპორტულ_ტურისტული” ველოსიპედი _ მოგზაურობისათვის მოსამზადებელ პერიოდში.
2. უკრაინა, “სპორტულ_ტურისტული” ველოსიპედი. გაიარა 5 სახელმწიფო საქართველოდან ისრაელამდე _ 9 000 კმ-მდე.
3. უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” ველოსიპედი. გაიარა 7 სახელმწიფო თურქეთიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებამდე _ 10 000 კმ-მდე.
4. იტალია, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 37 სახელმწიფო, 
არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტაივანამდე _ 75 000 კმ-მდე.
5. ფილიპინები, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 1 სახელმწიფო, ლუსონის კუნძული-500 კმ-მდე.
6. ტაივანი, ,,ჯაიენტი” ველოსიპედი. გაიარა 16 სახელმწიფო, 
ტაივანიდან მექსიკამდე-30 000 კმ-მდე.
7. მექსიკა, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 16 სახელმწიფო, მექსიკიდან არგენტინამდე 20 000 კმ-მდე.
8. არგენტინა, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 25 სახელმწიფო, არგენტინიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე-25 000 კმ-მდე.
9. ამერიკა, ,,კონანდეილი” ველოსიპედი. გაიარა 127 სახელმწიფო 
და დამოკიდებული ტერიტორია, აფრიკა, ევროპა და აზიის ნაწილი-100 000 
კმ-მდე.

ეკვატორის გადაკვეთის ადგილები:
I.ინდონეზიაში (კ. სუმატრა) ველოსიპედით.
II. კირიბატის კუნძულებზე გემით.
III. ნაურუში თვითმფრინავით.
IV. პაპუა ახალი გვინეადან ფილიპინებზე თვითმფრინავით.
V. ეკვადორში ველოსიპედით.
VI. ბრაზილიაში ველოსიპედით.
VII. სანტომე და პრინსიპეში ველოსიპედით.
VIII. გაბონში ველოსიპედით.
IX. უგანდაში ველოსიპედით.
X. კენიაში ველოსიპედით. (2 ჯერ)

ახალ წელს შეხვდა:
1994 _ ეგვიპტე (ქაირო).
1995 _ მალაიზია (კუალა_ლუმპური).
1996 _ ჰონგ-კონგი (ჰონგ-კონგი).
1997 _ აშშ (ატლანტა).
1998 _ არგენტინა (მარ-დე-პლატა).
1999 _ საფრანგეთი (პარიზი).
2000 _ კონგო (ბრაზავილი), პონტე_ნუარი.
2001 _ ეთიოპია (კალაიბეტი).
2002 _ შვეცია (სტოკჰოლმი).
 

მსგავსი თემები