„უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წამოება, გარდა ბირთვულისა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის 4 კომიტეტის გაერითიაებულ სხდომაზე მოუსმინეს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისთვის, როგორც მომავალი თავდაცვის მინისტრისთვის, მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ტყვიის საწარმოს მშენებლობა იქნება.

„ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ეს რა თქმა უნდა, პირველი სახის გამოწვევაა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგაა მიმართული. არამედ ჩემი სურვილი, სამხედრო მრეწველობის განვითარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ისევე როგორც სხვა სამინისტროები, შსს თუ სხვა, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩემი, ჯერ კიდევ მინისტრობის და შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში.  ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და უნდა დავიწყოთ დღესვე და რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

მსგავსი თემები

One Thought to “„უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წამოება, გარდა ბირთვულისა“ – ირაკლი ღარიბაშვილი”

  1. სოსო ნატროშვილი

    ძლივს გავიგე ირაკლი ღარიბაშვილისაგან სერიოზული იდეა, მაგრამ თუ ამის გაკეთება მართლა უნდა და ესეც ფულის გაკეთების მექანიზმი არ არის, ამისათვის ჯერ ის 400 მილიონი დოლარი გამოიყენოს, რომელსაც ავღანეთში ამერიკული ინტერესებისთვის ყრიან წყალში!