“უნამუსო ხარ შენ, მწამებელი ხარ შენ, უვიცი ხარ შენ, მკვლელი ხარ შენ” – ხმაური პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატატებს შორის დაპირისპირება მოხდა. “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი ადა მარშანია გიგა ბოკერიას რეპლიკებმა გააღიზიანა და მას სხდომათა დარბაზიდან მკვლელი და მწამებელი უწოდა.

ადა მარშანია გააღიზიანა პოლიტიკურმა დებატებმა, რომელიც მიმდინარეობდა გიგა ბოკერიას, ირაკლი სესიაშვილსა და კობა კობალაძეს შორის. დებატი კი მოჰყვა გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც, მან ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე.

“შენ ვინა ხარ? შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მვკლელების მეგობარი ხარ და მკვლელი, წამებელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ” – მიმართა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას.

მსგავსი თემები