უმრავლესობის სხდომის ჩატარება, “ქართული ოცნების” ლიდერებს ხმაურიანი აქციის ფონზე უწევთ. პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, შეკრებილნი არიან “გაბედეს” და “შეცვალეს” წარმომადგნელები, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.
სხდომას, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.