“უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებსა და სხვა პარტიურ საკითხებს განვიხილავთ” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

„იცით, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება ეს ცვლილებები, ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციები ძირითად ნაწილში გათვალისწინებულია. საკმაოდ ფართო ჩართულობით იქნა შემუშავებული ცვლილებები. წინასაარჩევნო ფაზაში შევდივართ და ლოგიკურია, რომ პარტიაში დაეთმობა იმ საკითხებს, რომელიც იქნება წინასაარჩევნო საკითხები და ზოგადად, პარტიასთან დაკავშირებული საკითხები. სწორედ იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დეტალურად განვიხილოთ. ასევე წინასაარჩევნო საკითხებზეც გვექნება დისკუსია. არ გვაქვს იმის განცდა, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. შესაძლებელია, გუნდში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ არგუმენტები მოვისმინოთ. იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ჩვენ შევიკრიბეთ, რომ დეტალურად განვიხილოთ საარჩევნო კოდექსი და სხვა პარტიული საკითხები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

მსგავსი თემები