უმრავლესობის სხდომაზე ორპალატიან სისტემაზე გადასვლის საკითხსაც განიხილავენ

საპარლამენტო უმრავლესობა დაგროვილი საკითხები განსახილველად, პარტიის ოფისში ხვალ, 11:00 საათზე შეიკრიბება. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ ორპალატიანი სისტემა იქნება.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავართა“ საუბრისას აღნიშნა, საინიციატივო ჯგუფის მთავარი მოთხოვნაა, მიეცეთ ნებართვა, რომ 4 თვის განმავლობაში მოაგროვონ ხელმოწერები. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისათვის მინიმუმ 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.

“მედიაცენტრი მთავარის” კითხვაზე, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, თუ მათ ნებართვა მიიღეს, გურამ მაჭარაშვილი პასუხობს: „კომიტეტი რომ ჩატარდება, ინიციატორებს გადაეცემა ბლანკები,  4 თვის განმავლობაში უნდა მოაგროვონ მინიმუმ 200 000 ხმა. თუ მოაგროვეს, ამის შემდეგ დაიწყება ხელმოწერების გადამოწმება და დადასტურება. შემდეგ კი საკანონმდებლო ინიციატივის კანონპროექტად იქცევა და ჩვეულებრივ დაიწყება საპარლამენტო განხილვა”.

საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ორპალატიან სისტემას ითხოვს, 11 დეპუტატისგან შედგება. მათ შორისაა გურამ მაჭარაშვილიც. მისი თქმით, წინასწარ ძნელია შეფასება, აღნიშნული ინიციატივა მიიღებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერას.

„ერთადერთი, რისი თქმაც ამ ეტეპისთვის შემიძლია, არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს, რომ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში“ – განაცხადა მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “უმრავლესობის სხდომაზე ორპალატიან სისტემაზე გადასვლის საკითხსაც განიხილავენ”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  3. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!