უმაღლესი დარგობრივი განათლება ბაგა-ბაღების აღმზრდელების 1/3 -ს აქვს მიღებული

საქართველოს საბავშვო ბაღების აღმზრდელების უმეტესობას არ აქვს პროფესიული, ან ზოგადი განათლება, შესაბამისად ბაგა-ბაღის აღსაზრდელების განათლების ხარისხი არის საშუალო და დაბალი.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სერიოზული პრობლემაა პერსონალის კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რაც პირდაპირ აისახება სკოლამდელი განათლების ხარისხზე. ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

მისივე თქმით, სკოლამდელი განათლების ხარისხს განაპირობებს კომპტენტური კადრები. იგულისხმება, როგორც აღმზრდელი და პედაგოგი, ასევე დირექტორი. იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი არ არის კომპეტენტური, მან შესაძლოა ხელიც კი შეუშალოს კომპეტენტურ მასწავლებელს თავისი ფუნქციების კარგად  შესრულებაში.

აღმზრდებელის 44% -ს არ აქვს დარგობრივი განათლება, სხვა სფეროს სპეციალიტები არიან ან საშუალო განათლებაც არ აქვთ. აღმზრდელების 1/3 -ს აქვს მხოლოდ უმაღლესი დარგობრივი განათლება, ამდენივეს პროფესიული განათლება. აღმზრდელების უმეტესობას განათლება წლების წინ აქვთ მიღებული და იმ მეთოდებით განაგრძობენ მუშაობას”, – აცხადევს გაეროს ექსპერტი ანა ჯანელიძე.

მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევაა ის, რომ მუნიციპალიტებებში პრაქტიკულად თითქმის არ აქვთ ბიუჯეტი საგანმანათლებლო რესურსისთვის, კერძოდ, საბავშვო წიგნების, სათამაშოების, ფანქრების, ქაღალდებისა და სხვა ნივთების შესაძენად, რაც ბავშვის განვითარებისა და სწავლისთვის სჭირდება.

“ამაზე თანხები თითქმის არ იხარჯება, ან ძალიან მინიმალური თანხა იხარჯება. განსხვავებაა მუნიციპალიტეტებს შორისაც. ერთგან შესაძლოა ბავშვის საგანმანათლებლო რესურსზე წელიწადში 50 ლარს ხარჯავდნენ, ხოლო სხვაგან 70 თეთრს, მაშინ როდესაც საბავშვო წიგნი საშუალოდ 15-20 ლარი ღირს. როცა საბავშვო ფანქრები ყოველ თვე ახალი სჭირდება ჯგუფს, ეს ნიშნავს, რომ ბავშვები აბსოლუტურად ცარიელ ოთახებში სხედან, ან მშობლებს უწევთ უყიდონ საკუთარი სახსრებით, ან პედაგოგებს, ისედაც მცირე ხელფასიდან. ეს არის ჩვენი კვლევიდან მიღებული შედეგი”, – აცხადებს ანა ჯანელიძე.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა 2017 – 2018 წლებში დაიწყო მასშტაბური კვლევა ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში და თბილისში. ყველა მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა გადაჭრა მნიშვნელოვანია ბაგა-ბაღებში განათლების ხარისხი გასაუმჯობესებლად.

მსგავსი თემები