უკრაინის სამთავრობო დელეგაციის მიღება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდება. 

დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ყირიმის რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩი. შეხვედრას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მეჯლისის წევრები, უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე უფლებადამცველები და საქართველოში უკრაინის საელჩოს პასუხისმგებელი პირები დაესწრებიან.

მხარეები განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, ასევე იმსჯელებენ ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აპარატის წარმომადგენლები. 

შეხვედრა ეძღვნება ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის მე-6 წლისთავს.

მსგავსი თემები