უკრაინელმა პენსიონერმა კორონავირუსით 35 ადამიანი დააინფიცირა

უკრაინის რიგით მესამე უდიდეს ქალაქ დნეპრში პენსიონერმა ქალმა კორონავირუსით 35 ადამიანი დააინფიცირა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიურო წერს.

63 წლის ქალი ამჟამად საავადამყოფოშია და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

21-დან 83 წლამდე ასაკის 35 ინფიცირებული კი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. როგორც გაირკვა, ყველა მათგან კონტაქტი დაავადებულ ქალთან ჰქონა. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე მის შვილსაც.

მსგავსი თემები