„უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ “არჩევნებს” – უკრაინა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებზე

„უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ “არჩევნებს” და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას“ – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით.

„მედიაცენტრი მთავარი“ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ “არჩევნებს” და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოახდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემისკენ და განუხრელი შესრულებისკენ, აგრეთვე ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის “დამოუკიდებლობის” აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები ტარდება.  

მსგავსი თემები