უკრაინაში მოპოვებული ოქრო – საქართველოს ნაკრების წარმატება თავისუფალ ჭიდაობაში

ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო, ასეთია ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენების მონაგარი უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში გამართულ ოვანეს სააკიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირი 23-წლამდელთა ასაკში 10 წონით კატეგორიაში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვეთის, სომხეთის და ყაზახეთის სახელით 400–მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრები 11 კაციანი შემადგენლობით წარსდგა, ამათგან სამი ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენია.

ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 9 სინჯის მედალი მოიპოვა, ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენთაგან ჩემპიონის ტიტული მამუკა კორძაიამ (97კგ) დაისაკუთრა, რომელიც ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელ ფალავანს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგეს ანგარიშით 3:0 სძლია, ხოლო მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი მარად ვანაძეს ერგო, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სუფთა მოგებით უკრაინელი ფალავანი დაამარცხა.

მსგავსი თემები