“უკრაინაში კორონავირუსს შესაძლოა, მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს” – კიევის მერი

კიევის მერის ინფორმაციით, უკრაინაში კორონავირუსით შესაძლოა, 1 მილიონ 200 000 ადამიანი გარდაიცვალოს.

„არ მინდა ვინმეს შეშინება. ამ ინფორმაციას აქამდე არ ვასახელებდი, ახლა კი გადავწყვიტე, გავასაჯაროვო. წამყვანი სპეციალისტები მეუბნებიან, რომ კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 80% დაინფიცირდება, ხოლო სიკვდილიანობა 2-3%-ის პროცენტის ფარგლებში იქნება. უკრაინის მოსახლეობის 80% 35 მილიონი ადამიანია, ხოლო 3% – 1,2 მილიონი ადამიანი. დაფიქრდნენ ამაზე ისინი, ვინც პრობლემას სერიოზულად არ მიიჩნევს“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსი 12 331 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 619 გამოჯანმრთელდა, 303 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები