უკანონოდ დაერთებულ საკანალიზაციო ქსელებს მუციპალური ინსპექია გააკონტროლებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, გაარკვიოს, მართლაც არის თუ არა თბილისის ზღვაზე, უკანონოდ საკანალიზაციო ქსელები დაერთებული და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა,
ამასთან, გამოვლინდა ერთი ფაქტი, სადაც თბილისის ზღვაზე ადგილი ჰქონდა კომუნიკაციების უკანონო დაერთებას და ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„მინდა, ერთ სენსიტიურ თემაზე გავამახვილო ყურადღება. ეს საკითხი ეხება თბილისის ზღვაში სავარაუდოდ დაერთებულ საკანალიზაციო ქსელებს. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, თუ თქვენ ვიზუალურად არ გაქვთ საშუალება და ვერ ახერხებთ ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ მძიმე ტექნიკა, რათა მოიძებნოს ეს ადგილები და დაერთებები. თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა მერმა.

მსგავსი თემები