“უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმიაა” – მამუკა ბახტაძე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, უახლოეს ხანში ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა, რომელიც ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული.

მისი თქმით, მოძრაობა, რომლის დაფუძნებასაც ბიზნესმენი აპირებს, საკმაოდ მოთხოვნადია.

„რაც შეეხება მოძრაობას, მინდა გითხარით, რომ ამას უახლოეს ხანში დავაფუძნებთ​. მინდა შეგაშინოთ, ძალიან დიდი ინტერესია, უზარმაზარი, ძალიან დიდი არმიაა ახალგაზრდების, პროფესიონალების, რომლებიც გვიერთდებიან, რომლებსაც არ უნდა ისეთ უიმედო ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც თქვენ შექმენით. ხალხი, რომელსაც უნდა აქ სილაღე დაბრუნდეს, ქართველი კაცის ყველაზე მთავარი რამ, სილაღე და საფუძველი იმისა, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა. ადამიანებმა, იმ ახალგაზრდებმა, რომელთა მშობლებმა უკანასკნელი კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში, ისწავლეს, დაბრუნდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან, სახელმწიფო არათუ ყურადღებას აქცევს, საერთოდ არ სჭირდება, ზოგი კაფეს ხსნის და ზოგი  – ბარს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლების მისამართით.

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მის მოძრაობაში არ იქნებიან ცნობილი პოლიტიკური სახეები.

„ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც დიალოგი მიგვაჩნია ნორმალურ და კორექტულ გზად, მით უმეტეს პოლიტიკაში. ვაკეთებთ ჩვენს გუნდს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები პოლიტიკის ვერ მოიაზრებიან, ვერც მარჯვნიდან, ვერც მარცხნიდან და ვერც წინიდან. რაც შეეხება იმ სახეებს, ვინც ქვეყნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, ვინც არის პროფესიონალი, ყველას ველოდებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

მსგავსი თემები