ტყიბულში, მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა – მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება დაიფარა.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება.

„ტყიბულში პირადად ვარ კომუნიკაციაში როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე, პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. მოცემული საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მსგავსი თემები