ტურნირი ხმალში, რაპირასა და დაშნაში

3 დღის განმავლობაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხმალში, რაპირასა და დაშნაში ტურნირი მიმდინარეობდა. სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მუნიციპალურ ცენტრში გაიმართა.

ორ ასაკობრივ ჯგუფში (2002-04 და 2005-07 წწ დაბადებულ მოზარდთა შორის) მიმდინარე ტურნირში მონაწილეობას ბათუმის სასპორტო სკოლის 6-მა აღსაზრდელმა მიიღო. შედეგად კი ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალია.

2002–04წწ. დაბადებულ გოგონათა შორის, დაშნით ფარიკაობაში, ბათუმელი ევა აგამიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ის ფინალურ შეხვედრაში სომეხ მოფარიკავეს დაუპირისპირდა და ანგარიშით 15 :13 სძლია მეტოქეს.

აღსანიშნავია, რომ ამავე ტურნირზე ევა აგამიანი 2005–07 წწ დაბადებულთა შორისაც ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ხმლით ფარიკაობაში, 2002-04წწ დაბადებულ ვაჟთა შორის, ლაშა კუჭუხიძე, ფინალურ შეხვედრაში, 3 ქულის სხვაობით (12 :15) თბილისელ ლუკა ლომაძესათან დამარცხდა და მეორე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა. რაპირით ფარიკაობაში კი ლუკა კეჟერაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი თემები