“ტურისტების შემცირებამ, ასახვა მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე” – ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძეს განცხადებით, საქართველოში, დღეს, ბიზნესგარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის ექვსი თვის საქმიანობის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია.

“საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა უკვე მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე. არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია, რის შესაძლებლობასაც დღეს მოქმედი საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა“, – აცხადებს ლექვინაძე.

მსგავსი თემები