„ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად პირდაპირი ფრენები ყველაზე ეფექტურია, ფრენების რუსეთიდან სუბსიდირებას არ განვიხილავთ“, – პრემიერ-მინისტრი

„პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში“ – აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე განცხადებით, ფრენების რუსეთიდან სუბსიდირება არ განიხილება.

„ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან. დღეს, ჩვენ, დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს, სადაც პირდაპირი ფრენებია. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. ამ ინსტრუმენტს ჩვენ რა თქმა უნდა შემდგომში გამოვიყენებთ შემდგომში. ეს სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო ქვეყნისთვის და მისაღები ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს. ფრენების რუსეთიდან სუბსიდირებას, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები