ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

პროტესტის ნიშნად სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა საგანგებო რეჟიმში განაახლა.

ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მოთხოვნით, შეწყდეს თავისუფალ ბიზნესზე ზემოქმედება, რაც თავისუფალი მედიასაშუალების დახურვას ისახავს მიზნად. “იბერიაში” მომუშავე ჟურნალიტები, ამ დროის განმავლობაში  პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ეთერის შეჩერების პარალელურად მათ ჩუბინაშვილის ქუჩიდან, სადაც მდებარეობს “იბერიას” ოფისი, მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით აქცია – მსვლელობა გამართეს.

სამოქალაქო აქტივისტები მხარდაჭერას უცხადებენ ტელეკომპანია “იბერიას” და იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო სასამართლო დაადგენს სიმართლეს, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება ტელეკომპანიის მფლობელს დაათმობინოს ტელევიზია.

ტელეკომპანიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა “იბერიას” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილისა და სავარაუდოდ სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ყოფილი მინისტრი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ტელეკომპანიის დათმობაზე ესაუბრება და “იბერიას” ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო აკრიტიკებს.

“ჩვენ რომ კრიტიკულები არ ვიყოთ, მაშინ ეს ქვეყანა არ უნდა გვიყვარდეს. მხოლოდ მაშინ ხარ პროფესიონალი ჟურნალისტი, როცა ხარ კრიტიკული და ემსახურები შენს საქმეს პირნათლად”, – აცხადებს ცნობილი ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი.

მსგავსი თემები