ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ტაქსის მომსახურების სფეროში თბილისის მერიის მიერ დაწყებული რეფორმის წინააღდეგ, “ლეიბორისტული პარტიის” მიერ ორგანიზებული, საპროტესტო აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის წევრებმა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც პოლიციამ ავტომობილების ევაკუატორით გაყვანა გადაწყვიტა.

მძღოლები მიიჩნევენ, რომ ტაქსების სფეროში ხელისუფლება მონოპოლიის დამყარებას ცდილობს და კერძო ტაქსების მფლობელებს შიმშილისთვის წირავს.

“თუკი ხელისუფლება არ გააუქმებს დაწესებულ რეგულაციებს, შესაძლოა, „ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს”, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მზადყოფნა გამოთქვა შეხვდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ტაქსის რეფორმას აპროტესტებენ, ამისთვის საპროტექტო აქციის მონაწილეებმა, ნდობით აღჭურვილი 5- 10-კაციანი ჯგუფი უნდა გამოყონ.

როგორც თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, ვიზუალურ სტანდარტში მოქცევის ვალდებულება ექნება A კატეგორიის ტაქსებს, ხოლო B კატეგორიის ტაქსებს მსგავსი ვალდებულება არ ექნებათ და საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ ტაქსის გამოძახების პრინციპით მომუშავე სისტემაში ჩართვით.

მსგავსი თემები