“ტატო ღარიბაშვილის მიერ, მკვლელობის მცდელობის ბრალდებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები”- ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი, რომან ნადირაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილს ცივი იარაღი არ ჰქონია და შესაბამისად, არც გამოუყენებია. ამის შესახებ უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ადვოკატის განმარტებით, არსებობს მტკიცებულება, ამოღებული ყავარჯენი, რომლითაც დაზიანება აქვს მიყენებული როგორც ცოტნე გამსახურდიას, ასევე ტატო ღარიბაშვილს:

“ტატო ღარიბაშვილს წარდგენილი აქვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მოხდა გაუგებრობა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს მოუვიდათ ერთმანეთში კონფლიქტი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ცოტნე გამსახურდიას, ასევე ტატო ღარიბაშვილს. ბრალთან მიმართებაში, რაც შეეხება განზრახ მკვლელობის მცდელობას, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აღნიშნულს, რამეთუ ღარიბაშვილის მხრიდან ამას ადგილი არ ჰქონია. არსებობს საქმის მასალებში აღიარება და სასამართლო პროცესის შემდგომაც გაიჟღერა ამ ვერსიამ და ცნობილია, მეორე პირმა აღიარა, რომ დანა დაარტყვა ცოტნე გამსახურდიას. ვადასტურებ, რომ ტატო ღარიბაშვილს დანა არ ქონია. ბრალი და ამ მომენტში კონკრეტული ვითარება არის გასამიჯნი. რაც შეეხება ცემის ფაქტს, ამოღებულია ყავარჯენი, რომლითაც დაზიანება მიყენებული აქვს ცოტნე გამსახურდიას და ასევე, მიყენებული აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ტატო ღარიბაშვილს. რასტან დაკავშირებითაც, ექსპერტიზა იქნა ჩატარებული,”- განაცხადა რომან ნადირაძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები

One Thought to ““ტატო ღარიბაშვილის მიერ, მკვლელობის მცდელობის ბრალდებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები”- ადვოკატი”

  1. Hello, blame you in spite of tidings! I repost in Facebook