სხვიტორში ისტორიული ძეგლს მუშები სათავსოდ იყენებენ  – „მთავარის“ ექსკლუზივი

სხვიტორიში,  წერეთლების  ქვითკირის ორსართულიანი შენობა რესტავრაციას საჭიროებს.  პრობლემა კი ის არის, რომ  თბილისიდან  აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში  გამზადებული პროექტები ჩადის, რომელსაც ისტორიულ ნაგებობასთან საერთო არაფერი აქვს და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

სწორედ ასე მოხდა მაშინ, როცა აკაკის სახლ-მუზეუმში გათბობის საკითხი უნდა მოეგვარებინათ.  პროექტით, მუზეუმში გათბობის თანამედროვე სისტემები უნდა დამონტაჟებულიყო. ისტორიული ძეგლი კი  კატასტროფას და ავთენტურობის დარღვევას თანამშრომლებმა გადაარჩინეს, რომლებმაც პროექტი დაიწუნეს.

„იყო მცდელობა, აკაკი სახლ-მუზეუმში გათბობის თანამედროვე სისტემები დაემონტაჟებინათ, შესაბამისი პროექტიც კი შეიქმნა, თუმცა,  ჩვენ პროექტი დავუწუნეთ და ის ვერ განხორციელდა“ – უყვებიან თანამშრომლები „მთავარს“.

მუზეუმის თანამშრომლების წინადადებაა, პროექტით გათვალისწინებული თანხა მუზეუმის იერსახის შენარჩუნებას მოხმარდეს.

„ ვითხოვთ, ის თანხა, რაც ამ პროექტში იყო ჩადებული, შიდა ინტერიერის აღდგენას მოხმარდეს. კერძოდ, ის აღდგეს იმ ფორმით, რაც აკაკის დროს იყო. შპალერების ნიმუშები გვაქვს და შესაძლებელია მისი დამზადება. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ავთენტურობა არ დაირღვეს. ვინც მუზეუმი იცის და ესმის, სწორედ მას უნდა დაელაპარაკონ, გაიარონ და შეათანხმონ ყველაფერი. არადა, რეალურად გამზადებული პროექტები ჩამოდის,“ – განუცხადეს „მთავარს“ სხვიროტში.

მართალია, აკაკის სახლ-მიზეუმში გაბთობის თანამედროვე სისტემები ვერ დამონტაჟდა, თუმცა, დღეს ეზოში მიმდინარე სამუშაოებით ავთენტურობა დარღვეულია. კერძოდ,    „მთავარმა“ ნახა და გადაიღო, რომ  სახლ-მუზეუმის ეზოდან კარის ეკლესიამდე ჩასასვლელი ბილიკი იცვლება, რომელსაც თანამედროვე, მოაჯირიანი კიბე ჩაანაცვლებს.

უფრო მეტიც, გადავიღეთ აკაკის დროინდელი ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობა, რომელიც კულტურული ძეგლია, თუმცა, მუშები  სათავსოებად იყენებენ.

 

მსგავსი თემები