“სხვისი შვილების მკვლელები გვერდით არ უნდა დაიყენო” – გიორგი იაკობაშვილი

ანალიტიკოსი გიორგი იაკობაშვილი, 5 თვის წინ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სალარიძის პროტესტს სოციალური ქსელით ეხმიანება და მიიჩნევს, რომ საკუთარი შვილის მკვლელის დასჯის სურვილით სარალიძემ, სხვისი შვილების მკვლელები გვერდით არ უნდა დაიყენოს.

​როგორც გიორგი იაკობაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რაც ზაზა სარალიძეს სურს, ის სურს ყველა პატიოსან ადამიანს, მაგრამ რა სურთ მის საპროტესტო აქციაზე მისულ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.

“იმისათვის რომ შენი შვილის მკვლელები დაისაჯონ, სხვისი შვილების მკვლელები გვერდით არ უნდა დაიყენო. გვერდით არ უნდა დაიყენო ეს ნაძირალები, ვიგინდარები, გარეწრები, მოძალადეები, ქურდები…
რაც სარალიძეს სურს, ის სურს ყველა პატიოსან ადამიანს, მაგრამ რა სურთ იქ მყოფ ნაცებს?
ეს ვიცით ყველამ და ეს იცის სარალიძემაც, მაგრამ ოღონდ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ და მზად არის, სხვისი შვილების მკვლელები დაიყენოს გვერდით, ისინი, რომლებისთვისაც გზა ხელისუფლებისკენ გვამებზე გადის და მოპოვებულს გვამებით ინარჩუნებენ.
ორ გვამს აღარ იმყოფინებენ, სამიც ეცოტავებათ და ოთხიც. სისხლის მდინარეებს დააყენებენ, უამრავს მოუკლავენ შვილებს, ბევრი ოჯახი დაობლდება და განადგურდება იმიტომ, რომ სამართლის აღსრულება მკვლელებთან და მოძალადეებთან ერთად მოინდომე.
გუშინ სხვისი შვილების სიცოცხლე არ გადარდებდა, არც ხვალინდელზე ფიქრობ.
შოთაძის გადადგომა თუ უშველის ამ საქმეს, იქნებ თავდაცვის მინისტრიც გადაგვეყენებინა – იქნებ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს”, – წერს გიორგი იაკობაშვილი.

მსგავსი თემები