„სცენაზე დადგამენ წარმოდგენას, სადაც, მამაკაცი მამაკაცს ხელს სთხოვს – ამ „გეი პროპაგანდას“ ჯაჭვით შევკრავთ“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული  მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, დღეს, კინოთეატრებში, ფილმის ჩვენებამდე „გეი წყვილის  სიყვარულის“ ამსახველი წარმოდგენაც უნდა დაიდგას. მისი ინფორმაციით, საუბარია მამაკაცის მხრიდან მამაკაცისთვის ხელის თხოვნის სცენარზე. აღნიშნულის შესახებ, „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„ქართული მარშის“ სრული მობილიზებაა საქართველოს მასშტაბით. მოდიან  სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან, კახეთიდან. დაძრუნლნი არიან და შემოგვიერთდებიან. ვიქნებით ძალიან ბევრი. საპატრულო პოლიციას და არც ერთ უწყებას აქვს უფლება, მშვიდობიან დემონსტრანტს აუკრძალოს გამოხატვის ფორმა. ბლოკირება არ ნიშნავს რომ ვინმეზე ვიძალადებთ. ფიზიკურ კონტაქტში არ ვაპირებთ არავისთან შესვლას. მაყურებელთან აქ გვაქვს საქმე, აქ საუბარია ფილმის შემქმნელებზე. ესაა გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“ და „ნაც. მოძრაობის“ წევრები. ისინი, შეიძლება გადაცმულები მოვიდნენ და გარკვეული ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინონ“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბრეგაძემ კიდევ ერთ პროვოკაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმის მიხედვით იმოქმედებენ.

„დაიდგმება „პერფორმანსი,“ სადაც, ერთი მამაკაცი მეორე მამაკაცს ხელს სთხოვს. ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია. არავის მივცემთ უფლებას, რომ „გეი პროპაგანდა“ იყოს გავრცობილი საქართველოში. მივდივართ შიშველი ხელებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. განვთავსდებით კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავაკეთებთ ჯაჭვს და სირცხვილის კორიდორს, რომლის გავლაც მოუწევს ფილმის მესვეურებს. მცირე ჯგუფები წავლენ სხვადახვა კინოთატრში. ბათუმშიც მოხდება ამ ფილმის ჩაშლა. კინოს ბილეთები მთლიანად „ლიბერასტებმა“ შეიძინეს და უფასოდ დაარიგეს. საკმაოდ მსუყედ არის დასპონსორებული“ – განცხადა ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები