სურსათის სააგენტო აგრარული ბაზრებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს გასცემს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.

• გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;

• შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;

• სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;

• გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;

• ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;

• ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით.

https://wetransfer.com/downloads/8ed225fceeaf85fb9270dcc2c37fa37520200317083252/247e79?fbclid=IwAR2Kktq2qJAKARvP57xYYNLK6wj8-xJ4sKKn23Biqjhga-TpT-XVHzAa-SY

მსგავსი თემები

3 Thoughts to “სურსათის სააგენტო აგრარული ბაზრებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს გასცემს”

  1. Heya i am for the first time here. I came across this board and I find It really useful & it helped me out much. I hope to give something back and aid others like you aided me.

  2. Good write-up, I’m normal visitor of one’s web site, maintain up the excellent operate, and It is going to be a regular visitor for a long time.

  3. I’ve recently started a website, the information you provide on this site has helped me greatly. Thank you for all of your time & work.