“სტრასბურგის სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება, მოსამართლის გათავისუფლების წინაპირობა არაა” – მოსამართლეობის კანდიდატი

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ, მიმაჩნია, რომ საქართველოში სამართლის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ზამბახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მასთან გასაუბრება მიმდინარეობს.

კითხვაზე, რას ფიქრობს იმ შემთხვევაზე, თუ სტრასბურგის სასამართლო მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ევროპული სასამართლოს ყველა განმარტება მნიშვნელოვანია.

„ევროპული კონვენცია ცოცხალი ორგანიზმია. მაგრამ არც ერთ ქვეყანაში თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას და განსხვავებულად განმარტავს ამა თუ იმ საკითხს, ეს მოსამართლის გათავისუფლების და რაიმე ტიპის წარმოების დაწყების წინაპირობა არაა“, – აღნიშნა ზამბახიძემ.

მსგავსი თემები