“სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს” – მესტიის მერია

მესტიის მერია, ლეხზირის ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს.

მერიის ცნობით, ამ დროისთვის ხეობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები რჩებიან, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და გაეცნენ ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს. ამ დროისთვის ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას“, – წერია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები