„სრული მხარდაჭერა შსს-ს“ – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი შსს-ს და მთელ პოლიციის შემადგენლობას მხარდაჭერას უცხადებს და ყველა მოქალაქეს იგივეს მოუწოდებს.

„ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, დავიცვათ თითოეული პოლიციელის ღირსება. პოლიციელის ღირსების დაცვა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოების ინტერესებშია. შესაბამისად, პოლიციელის ღირსების დაცვა საზოგადოების დაცულობის გარანტიაა. ჩვენი, ყველას მოვალეობაა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელთა მიმართაც უკანონო ქმედება განხორციელდება“ – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები