სპორტულ ცეკვებში საქართველოს თასი გათამაშდა

საქართველოს თასი და ორი პირველი ხარისხის დიპლომი – ასეთია სასპორტო სკოლის სპორტსმენების მონაგარი  სპორტულ ცეკვებში საქართველოს  თასის  გათამაშებაზე.  ტურნირი ყველა ასაკობრივ  ჯგუფში გაიმართა და მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კატეგორიების მიხედვით წყვილებში და ინდივიდუალურ შეჯიბრში 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

მოზარდთა ასაკში, გოგონათა შორის ინდივიდუალურ  შესრულებაში, ლათინო–ამერიკული ცეკვების პროგრამით – სოლო 3 ცეკვა  ლიზი  ბასილაძე  საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

კატეგორია 10–11 წლის  წყვილთა შორის ლუკა სურმანიძემ და ირინოლა გოგიჩაიშვლმა პირველი ხარისხის დიპლომი  დაისაკუთრეს.

კატეგორია 8–9  წლის  წყვილთა შორის ასევე პირველი ხარისხის დიპლომი დავით ქამადაძესა და ჰენინბერგ  შარლოტეს ერგო.

სასპორტო სკოლის დირექცია სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ნინო ქავზინაძეს ულოცავს ამ გამარჯვებას  და მორიგ წარმატებას უსურვებს  მათ.

მსგავსი თემები