„სპორტსკოლა 1“-მა პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა

ბათუმის სასპორტო სკოლაში, ჰოკეიში, ვაჟთა შორის სკოლის შიდა პირველობა დასრულდა. პირველობას სკოლის 4 გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, ტურნირი წრიული სისტემით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პირველი საპრიზო ადგილი 13 ქულით „სპორტსკოლა1“ –მა დაისაკუთრა, მეორე საპრიზო ადგილი ასევე 13 ქულით „სპორტსკოლა3“ –ს ერგო, ხოლო მესამე საპრიზო ადგილს 5 ქულით „სპორტსკოლა4“ დასჯერდა.

გამარჯვებული გუნდები დიპლომებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი თემები