“სოციალური დისტანცირება ჩაითვალა როგორც ყველაზე მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელების” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოციალური დისტანცირება არის ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორიგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს.

„პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რა ნაბიჯებიც ქვეყანამ დღემდე გადადგა, მხედველობაში მაქვს ინფექციის შეკავებასთან და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი სწორია და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მის მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორად ხდება აღსრულება იმისა, რასაც მთავრობა დღეს ადგენს და რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს სასწავლო პროცესისა და ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, არის ეს სავაჭრო თუ სხვა სახის დაწესებულებები და რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მონიტორინგი, რომ ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება. ექსპერტების მიერ სოციალური დისტანცირება ჩაითვალა როგორც ყველაზე მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელებისა და ეპიდემიის გავრცელების პრევენციიისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები

One Thought to ““სოციალური დისტანცირება ჩაითვალა როგორც ყველაზე მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელების” – ამირან გამყრელიძე”

  1. I am really loving the theme/design of your web site. Do you ever
    run into anyy web brower compatibility issues? A small number of my blog visitors have complained about my website not operating correctly
    in Exploeer but looks great in Chrome. Do you have
    any advice to help fix this issue?