“სოფლის მეურნეობის მინისტრი წარმოგვიდგენს ანტიკრიზისულ, პოსტკრიზისულ პროგრამას, რომელსაც ჰქვია “ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერების დასახმარებლად გარკვეული ღონისძიებები გატარდა, თუმცა ეს საკმარისი არაა.

ამიტომ, გახარიას თქმით, დღეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი წარმოადგენს პოსტკრიზისულ პროგრამას – „ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე“.

„სოფლის მეურნეობა არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ უკვე ორიოდე სიტყვა ვთქვით, გარკვეული ღონისძიებები ჩვენი ფერმერების დასახმარებლად გადავდგით, მაგრამ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრი წარმოგვიდგენს ანტიკრიზისულ, პოსტკრიზისულ პროგრამას, რომელსაც ჰქვია ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე“, – განცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება, აგრო პროდუქტების წარმოება, შიდაწარმოება.

„ეს ძალზედ მგრძნობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ელემენტარული ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამას საკმაოდ სერიოზული დასაქმების ეფექტიც აქვს. მოგეხსენებათ, რომ დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ამას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საერთოდ ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. გარდა ამისა, ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის დამოკიდებულება მიწასთან ყოველთვის განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩეოდა.

ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ ის პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის და ფერმერობის მხარდასაჭერად, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოსატანად ფერმერულ მეურნეობაში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.

ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ერთად, ჩვენს ადგილობრივ ხელისფულებასთან ერთად აქვს ძალიან კარგი გამოცდილება როგორც მართვის, გამოწვევების და კრიზისების სოფლის მეურნეობაში, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა გამოწვევები,როგორიც იყო მაგალითად ბოლოს ფაროსანა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებთან ერთად და სასოფლო-სამეურნეო ასოციაციებთან ერთად აბსოლუტურად ეფექტურად გაუმკლავდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, პრემიერის განცხადებით, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““სოფლის მეურნეობის მინისტრი წარმოგვიდგენს ანტიკრიზისულ, პოსტკრიზისულ პროგრამას, რომელსაც ჰქვია “ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე” – გიორგი გახარია”

  1. may do kim loai

    minute but I have saved it and also added your RSS feeds, so when I have time I

  2. Great website you have here but I was curious if you knew of any discussion boards that cover the
    same topics talked about here? I’d really like to be a part of online community where
    I can get feedback from other knowledgeable individuals that share the same interest.

    If you have any recommendations, please let me know. Many
    thanks!

  3. acheter is en andorre

    3c68 is 80 mg malaysia

  4. Hello! Someone in my Myspae gropup shared this site with us
    so I came to check it out. I’m definitely loving thhe information. I’m bookmarking and will be tweeting this to my followers!

    Wonderful blog and terrific style and design.
    web page

  5. always i used to read smaller articles or reviews which aas well clear
    their motive, and thawt is also happening with this piece of writing which I
    am readiung now.
    dfc-funclan.de