სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს

“სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ.

ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები.

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად, პროცესში აქტიურად არიან ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები“, – აცხადებენ სუს-ში.

მსგავსი თემები