სოფელ ბალღოჯიანში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს  

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში 1.400 გრძივი მეტრის საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იმავდროულად, იწყება სოფელში არსებული სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

პროექტის მიმდინარეობა პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, პარლამენტში რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილმა დაათვალიერეს.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, მიმდინარე წელს დაიწყება სოფელ ბალღოჯიანში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც მოქალაქეებს დასვენების, ბავშვებს კი გართობის საშუალება ექნებათ. ახალი გზის მშენებლობა კი ხელს შეუწყობს ადგილობრივთა სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას“ – განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.

როსტომ სესიაშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და რაიონის ყველა სოფელში ეტაპობრივად შეიქმნება მსგავსი ცივილური და კომფორტული გარემო.

ბალღოჯიანის მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში არსებულ ვითარებას, პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნენ.

მსგავსი თემები