სოსისი, ძეხვი, ბეკონი – საჭირო პროდუქტი თუ სასიკვდილო განაჩენი?!

გადამუშავებული ხორცპროდუქტების – ძეხვეულის, სოსისის, ბეკონის და სხვა ხორცის ნაწარმის მიღება, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდეს.

პედიატრისა და ნუტრიციოლოგის მაია სურვილაძის განცხადებით, სხვადასხვა ხორცის ნაწარმის დასამზადებლად,  სპეციალური ხელოვნური დანამატი – კარაგინანი გამოიყენება, რომელიც 100-ზე მეტი დაავადების გამომწვევია. როგორც პედიატრი აღნიშნავს, სოსისის და სხვა მსგავსი პროდუქტის დასამზადებლად, საქონლის კანი, გადამუშავებული ძვლები, ხრტილი და სისხლი გამოიყენება.

„ყურს თითქოს კარგად ხვდება, რომ ცილა ორგანიზმისთვის სასარგებლოა და აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მაგრამ, სოსისის დასამზადებლად იყენებენ  საქონლის კანს, გადამუშავებულ  ძვლებს, ხრტილებს, სისხლის შრატს, დანამატებს და ა.შ და ამ კომპონენტების გასაერთიანებლად, შესასქელებლად იყენებენ  – კარაგინანს, რომელიც 100-ზე მეტი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს“, – აცხადებს  მაია სურვილაძე.

პედიატრის განცხადებით, ბავშვებისთვის მსგავსი პროდუქტების მიღება, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გამომწვევი გახდეს. გარდა დაავადებებისა, მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტები, ბავშვებს მარილიან საკვებზე დამოკიდებულს ხდის.

„ბავშვებისთვის მსგავსი პროდუქტების მიღება, მომავალში,  შეიძლება გახდეს კალციუმის დეფიციტის, ოსტეოპოროზის, ანემიისა და სხვადასხვა დაავადებების ხელშემწყობი. ბავშვი თავიდანვე მარილიან საკვებს ეჩვევა, მერე მოთხოვნილება აქვს მარილზე, რომელიც შემდგომში სხვადასხვა დაავადებებს იწვევს,“ – განაცხადა მაია სურვილაძემ.

რაც შეეხება ოს­ტე­ო­პო­რო­ზს, ეს არის ძვლის და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ორ­გა­ნიზ­მის ძვლის შემ­ცვე­ლო­ბა მცირ­დე­ბა, ძვლის წარ­მოქ­მნა ქვე­ით­დე­ბა, ან ორი­ვე ერ­თად ვი­თარ­დე­ბა.

როგორც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ხორცი, ისევე როგორც გადამუშავებული ხორცპროდუქტი,  წლის ყველა პერიოდში,  მაღალი რისკის მქონე სურსათია.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გადამუშვებული ხორცის, ძეხვეულისა და სოსისის მიღება, კიბოს გამომწვევი მიზეზი ხდება. დასკვნის მიხედვით, 3 წლამდე ბავშვისთვის, საერთოდ არ შეიძლება ასეთი პროდუქტის მიღება, 7 წლის ასაკის შემდეგ, ორ კვირაში ერთხელ – 30გრ და 20 წლის შემდეგ, კვირაში ერთხელ – 50 გრ.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, პროდუქტებში დანამატების გამოყენებაზე კონტროლი მაქსიმალურად გაამკაცრა, თუმცა, ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ვერ მოექცა. ვინც  მსგავს ხორცპროდუქტებს სისტემატურად მოიხმარს, ნაწლავის კიბოს მაღალი რისკის წინაშეც დგას.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები

One Thought to “სოსისი, ძეხვი, ბეკონი – საჭირო პროდუქტი თუ სასიკვდილო განაჩენი?!”

  1. This design is wicked! You definitely know how to keep a reader amused. Between your wit and your videos, I was almost moved to start my own blog (well, almost…HaHa!) Great job. I really loved what you had to say, and more than that, how you presented it. Too cool!|