“სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტი უნდა ემუშავა და ნაკლები ელაპარაკა” – „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი

“სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტი უნდა ემუშავა და ნაკლები ელაპარაკა”, – ამის შესახებ პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერმა, ედმონ მარუკიანმა არსენ ტოროსიანის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„რა აზრი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას? რა საჭირო იყოს იმის თქმა, რომ ქართველი მძღოლები ინფიცირებული არიან? რა იქნება, ქართველებმაც რომ იგივე თქვან ჩვენს მძღოლებზე და „მოუწყონ“ მათ კარანტინი? ამიტომ, ნებისმიერი თანამდებობის პირი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, როდესაც განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა მარუკიანმა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სომხურმა მედიამ გაავრცელა. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, არსენ ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, – აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს.

მსგავსი თემები

One Thought to ““სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტი უნდა ემუშავა და ნაკლები ელაპარაკა” – „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი”

  1. Computer

    Im getting a tiny problem. I cant get my reader to pick up your feed, Im using msn reader by the way.