სომხეთის პოლიციამ საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა

სომხეთის პოლიციამ  საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებული 22 წლის მამაკაცია. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე თქმით, ეჭვმიტანილი ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში აიყვანეს.

სომხეთში საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვის შესახებ ინფორმაცია 14 დეკემბერს გავრცელდა. სომხური მედია წერდა, რომ ერევანში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის მანქანა გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მერსედესის მარკის ავტომობილის გვერდითი სარკეები მოიპარეს.  

მსგავსი თემები