სკოლებში, არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სწავლის პროცესი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება. 

როგორც ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სწავლის პროცესი პირველ აპრილსაც ვერ განახლდა, განათლების სამინისტროს კონკრეტული გეგმა ექნება.

„თუ პირველ აპრილს დავიწყებთ სასწავლო პროცესს, რისთვისაც მზად ვართ, არ მოუწევთ ბავშვებს დამატებით სწავლის გახანგრძლივება. არის რამდენიმე არჩევანი. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ პროგრამა თავის მოსწავლეებს სრულფასოვნად გაატაროს, რა თქმა უნდა, მასშიც თავისუფალი იქნება სკოლა და თავად დააორგანიზებს სასწავლო გეგმის ფარგლებში ამ პროცესს. ეს იქნება შაბათ-კვირა, დამატებით გაკვეთილების გახანგრძლივება სასწავლო დღეების განმავლობაში, ამაში სკოლა მოქნილი იქნება და თავად გადაწყვეტს, რა ფორმით დაგეგმავს სასწავლო პროცესს. სწავლის პროცესის გახანგრძლივებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა, ამაზეც მუშაობს განათლების სამინისტრო, გარკვეულ გამოწვევებს უპასუხოს“, – განაცხადა დგებუაძემ.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “სკოლებში, არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება”

  1. Great info and right to the point. I am not sure if this is in fact the best place to ask but do you people have any thoughts on where to get some professional writers? Thx :)

  2. This is a topic close to my heart cheers, where are your contact details though?